გიორგი ტყემალაძე : ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 11:09

გიორგი ტყემალაძე : ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები

„გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ვფიქრობ, ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

ტყემალაძის თქმით, იმ შვიდივე მიმართულებაზე იმუშავებენ, რაც გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ იყო დასახელებული.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვყავს ძალიან წარმატებული თბილისის მერი, რომელსაც ასევე, აქვს ამბიციური გეგმები. ვფიქრობ, ჩვენ ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ წარმატებულები ვიყოთ, რომ ყველა პროგრამით გათვალისწინებული თითოეული მიმართულება იყოს შესრულებული. თქვენ იცით, რომ შვიდი ძირითადი მიმართულება იყო დასახელებული წინასაარჩევნოდ, ვიმუშავებთ, რომ ყველა ეს მიმართულება შესრულდეს“ -განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ. როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძე იქნება. მეექვსე მოწვევის საკრებულოს მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს უკვე ახალი თავმჯდომარე წარუდგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ახვლედიანის, მოადგილეებად კი მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები. სხდომა თბილისის საკრებულოში 11:00 საათზე დაიწყება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 11:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics