გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

„Gem-Fest”-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში სიგუა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა განაცხადა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. სიგუას თქმით, საგამოძიებო სამსახურს ფესტივალის ჩატარების ყველა დოკუმენტაცია გადაეცა.

„ყველაფერი არის კონტრაქტებით, არაფერი არ დავმალეთ, ყველაფერი გავატანეთ. ჩვენ თვითონ რომ გვინდოდეს დავა, ვერ დავიწყებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი დევს აქ,“ – განაცხადა გიორგი სიგუამ.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, სად წავიდა სახელმწიფოს მიერ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 900 ათასი ლარი და ჩაიდინეს თუ არა ფინანსური დანაშაული ორგანიზატორებმა.

banner
წინა სტატიაშიჯაში ფერეიდნელი ქართველების ღონისძიებას დაესწრო
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს – “სემეკი” “თელასის” განაცხადის განხილვას იწყებს