რომელი სამინისტროების გაუქმება წაადგება ლარს?!- ქადაგიძის პროგნოზი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და ჩამოთვალა ის სამინისტროები, რომელთა გაუქმებაზეც ხელისუფლებამ არსებულ ვითარებაში უნდა იფიქროს.

„ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და, როგორც დეპარტამენტი, შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც არ გხვდება თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ასევე, სპორტის სამინისტრო, რომელიც მთლიანად შეგვიძლია, გავაუქმოთ. პროფესიული სპორტი დავუთმოთ ფედერაციებს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი კი გადავცეთ ან განათლების სამინისტროს ან თავდაცვის სამინიტროს, როგორც არის შვეიცარიაში ან ავსტრიაში. ასევე, კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

https://youtu.be/AW3N-NjYgcY

banner
წინა სტატიაში,,არ შეიძლება, თანხა იხარჯებოდეს ყველაზე, თანხა უნდა იხარჯებოდეს მათზე, ვისაც ეს სჭირდება”
შემდეგი სტატიარატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 46 მილიონი?!