გიორგი ქადაგიძე: პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რომ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია გავაცნოთ

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ვფიქრობ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და რა პერიოდიც გავიარეთ, პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რომ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია გავაცნოთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა აქვს თუ არა პარლამენტს მზაობა ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინოს და ასევე დაზუსტდება თარიღი.

“ჩვენი პოზიცია ცნობილია, მე ვფიქრობ ჩვენი ანგარიშის მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ არის ბიუროს სხდომა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება ან კონკრეტული თარიღი და მზაობა ჩვენი მოსმენის ან – არა. ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს და ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისი თქმით, სწორედ ხვალინდელი ბიუროს სხდომაზე საბოლოოდ გაირკვევა მას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიეცემა თუ არა საშუალება წარადგინოს ეროვნული ბანკის ანგარიში.

“ვფიქრობ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, რა პერიოდიც ჩვენ გავიარეთ, ეს არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვინ სად მიბიძგებს, მაგრად ვზივარ”- უსუფაშვილი კოალიციის დატოვებაზე
შემდეგი სტატიამძღოლების მორიგი აქცია ზუგდიდში – დაკავებულია აქციის 10 მონაწილე