გიორგი ქადაგიძე: მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსში უკვე ასახულია

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, კურსში უკვე ასახულია.
,,როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში”,- განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაში“საკუთარ სინდისთან მართალი ვარ” – რას ამბობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე?
შემდეგი სტატია20 ლარის ნაცვლად 50 – “ნაციონალური მოძრაობა” პენსიის ზრდის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს