გიორგი პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- მუხლით . შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გიორგი პაპუაშვილის მეუღლე უკვე გამოკითხეს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით. როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, იუტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. სასამართლო ასევე თეა წულუკიანის განცხადებებს პასუხობს:

“მიგვაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისადმი და სასამართლოსადმი მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არამედ ასევე დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. იმავდროულად, იუსტიციის მინისტრისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღიქმება როგორც ამ ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა, რამაც ასევე შესაძლოა წაახალისოს გარკვეული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედება”,- ნათქვამია საკონსტიცუციო სასამართლოს განცხადებში.

banner
წინა სტატიაშიyoutube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს არ გაავრცელონ კადრები