“გიორგი პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად დააკავშიროს პროკურატურასთან.

“პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი. ეს სრულიად გაუგებარია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად დააკავშიროს პროკურატურასთან, თითქოს, ჩვენ გავქვს რაიმე ზეგავლენა.

ეს წლები ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ერთი პიროვნება იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი. ჯიბეში ედო პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლოც, პოლიციაც, ჯარიც.

მათ უნდა შეიგრძნონ არსებული რეალობა, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თავისუფალი მოქალაქეები იცხოვრებენ და რომ ქვეყანა დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხდება კონკრეტული სამსახურების დისკრედიტაცია”.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: პროკურატურაში დაბარება არავისზე ზეწოლას არ ნიშნავს
შემდეგი სტატია„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ – პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს