გიორგი პაპუაშვილის განცხადებას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ეხმაურება.

“განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მათზე თვალთვალისა და შანტაჟის ჩათვლით, რომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე მთავრობის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ,” – ნათქვამია საერთშორისო დემოკრატიული კავშირის განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმა, პატივი სცეს მედიის თავისუფლებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას.

განცხადებაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზეც არის ასუბარი. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ძალადობრივად ცდილობს შეცვალოს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული, პროევროპული და დამოუკიდებელი ტელეარხის – რუსთავი2-ის მფლობელები და სარედაქციო პოლიტიკა.

banner
წინა სტატიაშიერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი ლოგო და პარტიული სია წარმოადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოხატავს