გიორგი პაპუაშვილი: ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ბატონ ირაკლი შოთაძესთან

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდავფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ბატონ ირაკლი შოთაძესთან,- განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა საკონსტუტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა.

„ვილაპარაკეთ რატომ იყო ჩვენი ეჭვი და კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. მისგან იყო საკმაოდ კონსტურუქციული მიდგომა – იგი იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და რომელიმე მოსამართლეზე, რომელმაც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, საშიშროება არ იქნება მის ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე. ამიტომ შევთანხმდით, რომ პირადად გვექნება კონტაქტი. იმედია, რომ ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მან მთავარ პროკურორს წელიწადნახევრის წინ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, პრეტენზიები გააცნო.

„წავუყენეთ ის პრეტენზიები, რაც გვქონდა. ვახტანგ გომელაურს, მთავარ პროკურორ ბადაშვილსა და ასევე, აჭარის პროკურატურასთან მიწერილ წერილებზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა. ამაზე გვიპასუხა, რომ თავად არ იყო მაშინ მთავარი პროკურორი და გაერკვევა. მისი მიდგომაა, ვითანამშრომლოთ. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესები, კითხვის ნიშნები არ დარჩეს. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ეს არის პროკურატურის ინტერესებშიც“, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიკოჟორიძე: შსს-მ კანონი დაარღვია, როცა განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ქარდავას წარადგენს?