გიორგი მოსიძე: ვიბრძოლებ, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს დაასახელა.

“ვიბრძოლებ, რათა გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტსა და ცენტრალურ ხელისუფლებაში. ჩემს მიმართულებად წარმომიდგენია საერთაშორისო და ეთნოსთა შორის ურთიერთობები და რა თქმა უნდა, განათლება, რომლითაც ბოლო რამდენიმე წელია, დაკავებული ვარ”,-აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

გიორგი მოსიძე სამგორის მე-11 ოლქში იყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თვალებში თბილისს
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დაუსწრებლობისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნა ვაჟკაცური საქციელი არ არის