გიორგი მღებრიშვილი უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს

გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით

mxebrishviliშინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან მისი 3 ახალი მოადგილე წარადგინა.
“ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და ძირეული ცვლილებებისა, რომელიც შსს-ში იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
კითხვაზე – ხომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს სხვა მიმართულებით, მათ შორის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სხვა მიმართულებით მოსალოდნელია ცვლილებები, ხოლო საპატრულო პოლიციის მიმართულებით ჯერ არაფერი იგეგმება.
“სხვა მიმართულებით შეგიძლიათ ელოდოთ ცვლილებებს, საპატრულო პოლიციის მიმართულებით ჯერ არაფერი იგეგმება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო მოადგილეებად დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს საკმაოდ ნორმალურად ვუყურებ
შემდეგი სტატიაკოჭლამაზაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 223′ მუხლით ბრალდებული სამი კანონიერი ქურდის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა