გიორგი მღებრიშვილი: საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამაზე საუბარი უკვე ჭორაობას გავს

საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ეს ყველაფერი ჭორაობას გავს, – ასე უპასუხა შს მინისტრის კანდიდატად წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა ბოკერიას კითხვას ქვეყანაშ კრიმინალის გაზრდის მიზეზებთან დაკავშირებით.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კვარტალში ერთხელ ეგზავნება საქსტატს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ამ ინფორმაციას გაეცნოს.

“საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ბოდიშ გიხდით, ეს ყველაფერი ჭორაობას გავს. კითხვა იყო თუ ბრალდებები ვეღარ ვარკვევ. თავის მართლებას არ ვაპირებ, კრიმინალი გაზრდილი არ არის. ამის ციფრებს მე წარდმოგიდგენთ, თუ თქვენ მეტყვით რომელ ნაწილშია გაზრდილი. რა სახის კრიმინალია გაზრდილი და ა.შ. კვარტალში კვარტალში ერთხელ საქსტატს მიეწოდება ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ გამოითხოვოთ. საჯაროა და არავინ დაგიმალავთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ორი პიროვნება მიცემულია პასუხისგებაში.

„საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა, მიმდინარეობს პროცედურები და უახლოეს მომავალში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი წულუკიანს: ადეიშვილი უნდა ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ, ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პროკურატურა ტერორის ინსტრუმენტი აღარ არის