გიორგი მღებრიშვილი: კონტროლი გამკაცრდება როგორც საოკუპაციო ზოლზე, გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დასრულდა. ძალოვანი მინისტრების განმარტებით, უსაფრთხოების ახალი გეგმა არ შემუშავებულა, თუმცა გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებზე.

სხდომის დასრულების შემდეგ განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი განცხადებით, საბჭოზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, საბჭოს წევრები დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე და კონტროლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

“კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, სასაზღვრო რეჟიმის, როგორც საოკუპაციო ზოლზე, გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან,” – განმარტა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საქმის კურსში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც უნდა იყოს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა წარადგინა