გიორგი მღებრიშვილი ემანუელის ზინგერის შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შსს-ს ცნობით, მღებრიშვილმა მათ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო”, – განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვრიკაშვილი : ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები, წელს საპარლამენტო არჩევნებით დავაგვირგვინებთ ამ ციკლს
შემდეგი სტატიაარჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიციის ყველაზე მინიმალური მონაწილეობით – ოპოზიცია შსს მინისტრის ბრძანებაზე