გიორგი მღებრიშვილი აშშ-ში საგამოძიებო ბიუროს ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია

12358109_1666474513637549_1554134895_n 12366621_1666474510304216_412433715_n 12366987_1666474523637548_397648370_n

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია და უწყების ხელმძღვანელს – ჯორჯ ჰერინის შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლებმა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დაათვალიერებინეს, დანაშულის გამოძიებისა და პრევენციის უახლესი მეთოდები გააცნეს.

ჯორჯიის შტატის ექსპერტიზის ლაბორატორიაში წელიწადში 57000-დან 100000-მდე სავარაუდო ნივთმტკიცება მუშავდება და 5000-მდე დნმ-ის ანალიზი ტარდება.

გიორგი მღებრიშვილმა განაღმვის დანაყოფიც მოინახულა და ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გადმოსაცემად განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს ჯორჯიას შტატის სამართალდამცველებს მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.

აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტრენინგ-პროგრამის „ჯორჯია-საქართველოსთვის“ ფარგლებში, წლების განმავლობაში, წარმატებით განხორციელდა მრავალი სასწავლო ვიზიტი და გაცვლითი პროგრამა, ჩატარდა ათობით ტრენინგი სხვადასხვა სამართალდაცვით სფეროში: კრიმინოლოგია, კრიმინალისტიკა, პროფესიული განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, პატრულირება, მენეჯმენტი/მართვა, სპეც.იარაღების გამოყენება და ტაქტიკა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და სხვა. პროგრამა ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის ბიუჯეტი პროექტს მხარს არ დაუჭერენ
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: “პრობაციონერები, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის არსებულ გადასახადს, აღარ გადაიხდიან”