გიორგი მღებრიშვილი : არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს

არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი : ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: შავი ზღვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს