გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა

news
: news თებერვალი 25, 2016 15:27

გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

news
: news თებერვალი 25, 2016 15:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,746
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics