გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა

13fdssdfsპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოს დემოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„თანამემამულენო, გილოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენ თანამემამულეებს აფხაზ და ოს ხალხს. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს, ჩვენ მეგობრებს, ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომელშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს. მინდა მიულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით ამაყად დგანან და იცავენ ჩვენს საერთო იდეალებს, იდეალებს საქართველოს დამოუკიდებლობისა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის. ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არის ის დღე, როდესაც ხდება იმ გმირების გახსენება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია. 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონაა თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვთა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანსი თავისუფლება დაცულია, ეს არის ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, წლევანდელი წელი მან ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ევროპელობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ მტკიცე ნაბიჯებს გადავგდამთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ვზეიმობთ ამ დღეს და ვხედავ იმ გარამჯვევებს, რომლეშიც ერთად ვიქნებით და რომელსაც ერთად მივაღწევთ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ერი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა
შემდეგი სტატიასუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს