გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლება მისცა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლება მისცა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 6 დეკემბრის 12 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – წერია განკარგულებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე თქვა, უმრავლესობას სურს, რომ პარლამენტი 6 დეკემბერს 12:00 საათზე რიგგარეშედ შეიკრიბოს.

“შეკრების მიზანია მთავრობაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა და მიღება სამი მოსმენით”,- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პაკეტში 99 პროექტია წარმოდგენილი.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთიანდება.

banner
წინა სტატიაშიმეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბრალდებული სამართალდამცველებს მშობლების სურვილით ჩაბარდა