გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელიც 26 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.” განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ ვართ იმ მდგომაეობაზე, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ
შემდეგი სტატიატოკიოში, უკანასკნელი 54 წლის მანძილზე პირველად მოთოვა ნოემბერში