გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესების დაცვა სთხოვა

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

,,ამ თვალსაზრისით მე ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი უაღრესი ინტერესი მომავალი ნატოს სამიტის მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ნატოს სამიტი იქნება შეზღუდული ფორმატის, სადაც არაწევრი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და მე ვთხოვე ტრადიციულად ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა ნატო-ს სამიტზე, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხს წამოჭრის.

banner
წინა სტატიაშიSystem of a Down-ის ვოკალისტი სომხეთში არჩევნების დამკვირვებელი იქნება
შემდეგი სტატიასასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს