გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” მონაწილეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” მონაწილე 500-მდე ახალგაზრდასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე ამაყი ვარ, რომ ამ ერთი თვის განმავლიბაში თქვენთან ერთად დავდიოდი და ვემსახურებოდი არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ მთავარს – თითოეული მოქალაქის აქტიურობა იყოს სამშობლოს სამსახურისთვის. გხედავთ მომავალ ექიმებს, იურისტებს, მინისტრებს, დიპლომატებს, მაგრამ მთავარია, რომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქალაქეები, რომელთაც გააზრებული აქვთ, რომ მოქალაქეების როლი არის უმთავრესი”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივით და სარეზერვო ფონდის დახმარებით, პროექტი აგვისტოში დაიწყო და მიზნად ისახავდა ამომრჩევლის გააქტიურებას და არჩევნებში მონაწილეობის მიმართ მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში საქართველის 8 ქალაქში 9 ახალგაზრული საზაფხულო სკოლა მოეწყო.

banner
წინა სტატიაშისოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტს შსს განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატია„სმარტში“ განთავსებულ „ლიბერთი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს