გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისალოცი ტექსტი მარგველაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

“გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს, ბატონ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ ბატონ პრეზიდენტს წარმატებას მის სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – წერია პრეზიდენტის მილოცვაში.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს. ბიულეტენების 65%-ის გადათვლის შედეგად, მან ხმების 86,09% მიიღო.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს.

2016 წლის 26 სექტემბერს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ.

12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშისამგორის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“არავის არ უნდა ეგონოს, რომ “ქართული ოცნება”ვინმეს კერძო საკუთრებაა… სიას ვერავინ ვერ შეადგენს რა”-დავით ჭიჭინაძე