(+ვიდეო) გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარადგინა

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვინაობა დაასახელა.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს პოსტზე დავით რაქვიაშვილი დაინიშნა.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. კურირებდა საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს. აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას. 2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

https://www.youtube.com/watch?v=wMFlVvti8dQ

banner
წინა სტატიაშილევან იზორიას პირველი კომენტარი „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარზე
შემდეგი სტატიაკანადელი ეპისკოპოსის გარდაცვალების საქმე – შსს-მ გამოძიება დაიწყო