გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ძმათა სასაფლაოზე პოლიტიკოსები და დაღუპულთა ახლობლები დილიდან ადიან.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა
შემდეგი სტატიაMAN-ის ავტობუსები ვარკეთილისა და მოსკოვის გამზირის მიმართულებითაც იმოძრავებენ