გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს სრული ვერსია, რომელიც გუშინ აჭარის ტელევიზიით გავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებამდე სამი თვით ადრე, აჭარის ავტონომიურ რესუბლიკაში მთავრობის შეცვლაზე და აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”როდესაც მე წარვადგენ მაგალითად, მოსამართლის კანდიდატურას, იქ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის კონსულტაციების შედეგად, ან მე მარტო გადავწყვიტე, ან ჩემმა გუნდმა გადაწყვიტა. ეს არის პოლიტიკური გემოვნება. აქ პოლიტიკური გემოვნება ასე ცალკე ვერ ფიქსირდება. არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდა, ან არ უნდა, იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამბობს ასე. როგორ გითხრათ, რომ მარტო ჩემია ან მარტო მთავრობისაა – კონსტიტუციის დარღვევა იქნება ასე რომ გიპასუხოთ. როგორც კონსტიტუციაში წერია, როდესაც იყო წარდგენილი ზურაბ პატარაძე, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გემოვნება. იმის შემდეგ, რაც ბატონი ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

https://youtu.be/FR9ef6A8UA4

 

banner
წინა სტატიაში(video) სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა