გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტიდან კახი კალაძე ესწრებოდა. ცერემონიის შემდეგ მხარეები პირისპირ შეხვედრას მართავენ. იგეგმება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაში“სრული მასხარაობა და ჭორაობაა, რასაც ამ შენობაში ახორციელებენ”-რომეო საჯაიას დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროს კანონის უზნაესობის