გიორგი მარგველაშვილი: ზურაბ პატარაძისთვის გზავნილი იქნება, რომ აჭარაში ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭო მხარდს დაუჭერს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდმარემ არჩილ ხაბაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთება თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება.

„ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომაართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის შესაბამისად აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციით, დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული აჭარაში. მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე გადაგზავნილია უმაღლეს საბჭოში პატარაძის კანიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად. მაქვს მტკიცე რწმენა, რომ ფრაქციებთან კონსულტაციებით პატარაძეს ექნება მხარადაჭერა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა არჩილ ხაბაძეს აჭარაში წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსეა ტურისტებით, სავსეა ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მინდა ვუსურვო ზურაბ პატარაძეს, მნიშვენლოვანი მისიის გარძელება. ბატონი ზურაბისთვის ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის ევროპული სტანდარტის არჩევნები და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმიდნარეობს და გაგრძელდება, როგორც ტურისტული სეზონი, ასევე სასოფლო სამეურნეო სეზონი იქნას წარმართული ეფექტურად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ აჭარაში ვაკუუმი არ შემნილიყო.

„რწმუნებულად დანიშვნის წუთიდანვე ჩვენ ეს პროცესი გადავეცით უმაღლეს საბჭოს. ასე, რომ შესაბამისად საკანონდებლო და დემოკრატიის კრიტერიუმები არის უმაღლესი დონით დაცული. შესაბამსიად მე ვხედაავ მხარადჭერასად და ვხედავ იმასაც, რომ ყველაფერი კანონდებლობის დაცვით მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პატარძის კანდიდატურას ჭირდება უმაღლესი პოლიტიკური კონსენსუსი, როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე უმაღლესი საბჭოს მხრიდან.

„ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, რომ უნდა ყოფილიყო თუ არა ეს კანდიდატურა მთავრობასთან შეთანხმებული, ელემენტარული კონსტიტუციის უცოდინრობას ნიშნავს, რადგან უნდა ყოფილიყო კი არა, ამას კონსტიტუცია მავალებდა’, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: ახლა ევროკავშირის ჯერია, შეასრულოს თავისი დაპირება
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად