გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს.

„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მე პირადად ვიცნობდი პაველს – ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მცხოვრებლებს პაატა კვიჟინაძე წარუდგინა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს მთაწმინდაზე იყრის