გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული – უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას უკრაინელი ხალხის მიმართ. თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, უკრაინა იცავს და აძლიერებს თავის სახელმწიფოებრიობას. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
შემდეგი სტატიასირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – სულთან გუმაშვილი დაიღუპა