გიორგი მარგველაშვილი: თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროს კანონის უზნაესობის

მე ფიცი დავდე არა

პირველ რიგში, პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროდეს კანონის უზენაესობის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე: “დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე”.

“პირველ რიგში, თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროს კანონის უზნაესობის. მეტიც შესაძლოა, გარკვეულწილად ჩანდეს, რომ თითოქოს საჭიროა, რაღაც გადახვევა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ კონსტიტუციის პოსტულატებს, მუხლებს და უნდა ვიყოთ ბოლომდე ერთგული იმ წესრიგის, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია, რომ პოლიტიკური ელიტა თამაშობდეს იმ ძირითადი დაწერილი წესებით, რომელიც ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოებამ ერთობლივად მივიღეთ. აქ არ არსებობს მომენტი, როცა შეგვიძლია ერთი წამით მაინც ეს დავივიწყოთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ისევე ზედმიწევნით ხორციელდებოდეს შეირაღებულ ძალებთან მიმართებაში, როგორც სხვა შემთხვევაში.

“შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი იმიტომ, რომ არაფრის დიდებით არ არის დასაშვები წესებიდან და კანონებიდან პატარა გადახვევა მაინც, როდესაც საქმე გვაქვს შეიარაღებულ ძალებთან, ადამიანებთან, ვინც ჩვენს სიამაყეს წარმოადგენს და ვინც ჩვენი საზოგადოების გამო საკუთარ სისხლს ღვრის. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყოველდღიურ ცხოვერებაში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: არ გამოვრიცხავ, მომავალში პარლამენტიდანაც კი ბორკილებით გაიყვანონ ვინმე