გიორგი მარგველაშვილი: საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა

საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო რუმსში.

შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები. დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად ნატოსთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ ნატოს როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია, დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე თუ როგორ შექმნას ნატომ უსაფრთხოება მსოფლიოში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუ ქუთელია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატია“საპრლამენტო არჩევნებით უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცის ასარჩევად”