გიორგი მარგველაშვილი: სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა, – ასე გამოეხმაურა დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილს.
“ამასთან ერთად, ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლოდმე გაუაზრებლობამ როგორ შეიძლება შექმნას სირთულეები სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მგონი ამას უნდა დავაკვირდეთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
5 დეკემბერს უწმინდესმა საქართველოს პრემიერს თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. მოგვიანებით, პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა.
“ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინავთობის ფასი მინიმუმ 7 წლით განისაზღვრა
შემდეგი სტატიაობამა: აშშ ისლამურ სახელმწიფოს გაანადგურებს