გიორგი მარგველაშვილი: სამხედრო გაწვევის თემა უშიშროების საბჭოზე განიხილება

“სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდებოდა პროფესიულ არმიაზე გადასვლას, თუმცა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება იყო მხოლოდ ერთჯერადი აქტი,” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად არ უნდა ხდებოდეს და მისი განხილვა უშიშროების საბჭოზე აუცილებელია.

პრეზიდენტის თქმით, სავალდებულო გაწვევის თემაზე მას უკვე ჰქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან და არსებობს შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდეს.

„მიზანი იყო პროფესიულ არმიაზე გადასვლა, ამ მიზნისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა. ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უშიშროების საბჭოზე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა
შემდეგი სტატია(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი: ხვალ მე ვიქნები კიევში