გიორგი მარგველაშვილი: რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ

ჩვენ ყოველ წელს მოვდივართ ძმათა სასაფლაოზე, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა თავისი ქვეყანა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მათი გმირობა დღესაც წელში გვმართავს და გვაძლევს მომავლის იმედს.

“ერთი არის რეალობა, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ. ის შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია, შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს, მერე შექმნას და აღიაროს კვაზი სახელმწიფოები”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: დავიცავ თოთოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენ არასდროს არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას