გიორგი მარგველაშვილი ქალაქ როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქალაქ როსტოვში, სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დონის როსტოვში “ბოინგმა” დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრია, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო, მათ შორის კი 4 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ინტერნეტში დონის როსტოვის აეროპორტში თვითმფრინვის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები გავრცელდა