გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითრის გამო არ იჭერენ”

გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას, უპასუხა, რომ პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ:

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა.

“პრეზიდენტებს არც ერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა. ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ – აღარავის ეძებენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაშიმოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია
შემდეგი სტატიაფრიდონ მატკავა და ლევან მორგოშია ოკუპანტებმა 14 000 რუბლის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს