გიორგი მარგველაშვილი: მხარდაჭერას ვუცხადებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარემ დააფიქსირა თავისი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ზეწოლებს ჰქონდა ადგილი და მე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და ჩემი რწმენა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ მხოლოდ თავისი რწმენის საფუძველზე – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატრიული ფუნქციონირებისათვის.

„მე გამოვუცხადე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ თავის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებენ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა მთაწმინდაზე „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატია(video) ტერაქტის დროს მოტოციკლისტი ხალხისკენ მიმავალი სატვირთოს კარების გაღებას შეეცადა