გიორგი მარგველაშვილი: მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

მე ფიცი დავდე არა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების წინაპირობაა.

როგორც პრეზიდენტმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული დისკუსიები, რომელიც პრემიერ-მინისტრთანაც დაიწყო, საქართველოში ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების წინაპირობაა.

“შარშან ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ იმაში, რომ შეგვექმნა ფორუმი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით. მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის წინაპირობა ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების საქართველოში. ასეთი დისკუსიები რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს, ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ, ევროპულ სტანდარტებზე აწევას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შევეცდებით რუსეთს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს