გიორგი მარგველაშვილი : კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვა სჭირდება, თუმცა პრეზიდენტს მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება.

“ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია”, – აღნიშა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

“მე მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიოტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება.

“ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო – კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმივმართავ მმართველ პარტიას – დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად
შემდეგი სტატიამარგველაშვილი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს