გიორგი მარგველაშვილი : “კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით”

ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, – ასე გამოეხმარა საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა:

“ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი პატრულს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება