გიორგი მარგველაშვილი: ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი

ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი, -ეს განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

სტუდენტის თქმით, არ იცის პოლიტიკური პარტიების პროგრამები და შეთავაზება, ვინაიდან ტელევიზორიდან მხოლოდ დაპირისპირება და აგრესიული რიტორიკა ესმის.

“ამაზე პასუხი მარტივია. არ უნდა გაატაროთ ეს თქვენში. იგნორირება უნდა მოახდინოთ. პოზიტიური მხარე ბევრია, რომელიც მჭახე აგრესიულ რიტორიკაში აღარ ისმის. თქვენ რასაც მიაქცევთ ყურადღებას, ის იქნება მნიშვნელოვანი. ბოღმას, ერთმანეთის ლანძღვას თუ მიაქცევთ ყურადღებას, ის იარსებებს. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, აღარ იარსებებს და ნელ-ნელა განელდება. პოლიტიკოსებიც ნელ-ნელა იმას გააკეთებენ, რაც საზოგადოებას მოსწონს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ“,-განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ აგრესია და დაპირისპირება არათავისუფალი აზროვნების შედეგია.

პრეზიდენტმა მაგალითებიც მოიყვანა, რომელიც განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მიღება ქართული იდენტობის, ქართული კულტურის ნაწილია.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ პატიმარმა რუსთავის სასამართლოდან გაქცევა მოახერხა
შემდეგი სტატიაიაპონიაში წყალდიდობის გამო მოხუცთა თავშესაფრის ცხრა ბინადარი დაიღუპა