გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა გაცემული დაპირებების შესრულებას შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის გუნდი შეძლებს, შეასრულოს გაცემული დაპირებები, უპასუხოს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მთავრობის ახალნდელ შემადგენლობას წარმატებებს უსურვებს.

„2016 წლის 26 ნოემბერს, პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა. საქართველოს უკვე ყავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი მთავრობა. პრეზიდენტი წარმატებას უსურვებს მთავრობის ამ შემადგენლობას და, ამავე დროს, იმედს გამოთქვამს, რომ ეს გუნდი შეძლებს, შეასრულოს გაცემული დაპირებები, უპასუხოს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს, უზრუნველყოს დაანონსებული რეფორმების შესრულება, რათა თითოეული მოქალაქის ცხოვრება გახდეს ბევრად უკეთესი“,-აღნიშნა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი ლაშა თორდიას მოადგილედ ინიშნება?
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს