გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს ღია და გამჭვირვალე პროცესი.
“ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს როგორც უკვე ჩვენს მიერ დადგენილია, უაღრესად ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც უკვე ტრადიციულად აქტიურად არის ჩართული როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, ასევე ეს პროცესი ფართოდ შუქდება მედიის მიერ. ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ და ახლა კიდევ უფრო ინტენსიურად განახლდება. სავარაუდოდ, ერთი თვის ფარგლებში მოხდება ახალი კანდიდატურის გამოკვეთა და პარლამენტისთვის წარდგენა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიდოს ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის