გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

როგორც აუდიენციის დაწყების წინ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე განიხილება მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

„შეხვედრაზე წარმოდგენილია თითქმის მთლიანი დიპლომატიური კორპუსი. შეხვედრაზე საუბარი შეეხება საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. უმთავრესი თემატიკა იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა და ის, რასაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე. მსგავსი ტიპის კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს როგორც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, სხვა საკითხებსაც, როგორიცაა სასამართლოს და მედიის თემატიკა“, – განაცხადა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში “თიბისი” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს
შემდეგი სტატია“ენერგო-პრო ჯორჯია”: უამინდობით გამოწვეული ქსელების დაზიანების გამო, ყველაზე მეტად გურიისა და აჭარის რეგიონები დაზარალდა