გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები”

გიორგი მარგველაშვილისა და გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს და ქალბატონ დანიელა შადტს მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ სტრატეგიულია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრამავების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს ხედავს.

„მე ვარ ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვარ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც 200 წლის წინ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენ კულტურას და ყოფას.

ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტები და სტრატეგიული პროექტები, რომელთა გაღრმავებაც ნამდვილად ორივე სახლემწიფოს ინეტერსებშია.

ამასთან ერთად, გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ევროპულ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია და როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სიღრმისეულად, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული და პერსპექტიული.

საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც როდესაც საკითხი გლობალურ სტაბილურობას ეხება, არასდროს ვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები და აქტიურები”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი