გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არ დავსდევთ ჰაკერებს და ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

“გამოძიებამ ისევე როგორც ჩვენ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ დავსდევთ ჰაკერებს და ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში. ეს არის პროცესი, როდესაც გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისა, გავლენის მოხდენა სურს პოლიტიკურ პროცესზე. ეს არის პოლიტიკური პროცესი – შესაბამისად, ეს უნდა გაიაზრონ სამართალდამცავებმა და უსწრაფესი პასუხი გასცენ ქართულ საზოგადოებას”,

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ქართულენოვან ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალებზე, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და საქართველოში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში14 წლის გოგონას მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის თემაზე სერგეენკო პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა