(video) გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მე ნადვილად არ მმართავს

margvelashvili„მე არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს. რას მართავს, არ ვიცი. მე ნადვილად არ მმართავს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ლიდერია.

“მე არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს. მე არასდროს არ ვლაპარაკობ იმაზე, რაც არის ჭორი და რაც მე არ გამიგია. მე ვლაპარაკობ საჯარო განცხადებებზე ქართული ოცნების, საჯარო განცხადებებზე ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის. რას მართავს, მე ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ მე ნამდვილად არ მმართავს. მე მესმის, რომ არჩევნების პროცესში, ქართულუი ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახე იქნება ბიძინა ივანიშვილი. ეს მისი და მათი კონსტიტუცური უფლებაა, მართვის თაობაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი : მედიასთან დაპირისპირებით პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა