გიორგი მარგველაშვილი: არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ისტორიული მხარეების ჩამოჭრას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ სკოლაში გამართული საჯარო ლექციის დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შარშან ტერიტორულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ჰქონდა საუბარი, თუმცა ამ შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ არ მივიდა.

„ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ფონი, მე მქონდა შარშან შეხვედრები ყველა პოლიტიკური ძალასთან, მაგრამ მაშინ რატომღაც „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ისტორიული მხარეების ჩამოჭრას. ჩვენ ამაზე ერთად შევთანხმდით. ეს არის ჩვენი მუდმივი მეხსიერება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკიოლნში რესტორანი ერდოღან-ბიურგერის დამო დახურეს
შემდეგი სტატიატრამპი გამონაკლისის სახით ლონდონის მუსლიმ მერს ამერიკაში შეუშვებს