გიორგი მარგველაშვილი: არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის

მე გავუუცხოვდი

არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.

„ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მ მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად , რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში არ აფსებს გადაწყვეტილების სისწორეს, არამედ ვსაუბრობ ფორმაზე.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპეტიციაში, ბრიტანეთში ხელახალ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ათობით ათასი ყალბი ხელისმომწერი იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემას არ განვიხილავ